weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

სემეკი „თელმიკოსა“ და „თელასს“ შეამოწმებს

18:59 ოთხშაბათი, 02 თებერვალი 2022

ელექტროენერგიის გაზრდილ თვიურ გადასახადთან დაკავშირებით სამოქალაქეთა საჩივრების გამო, ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია „თელმიკოსა“ და „თელასის“ შემოწმებას აპირებს. ამის შესახებ სემეკის წევრმა, გიორგი ფანგანმა განაცხადა.

„საუბარია დეკემბრისა და იანვრის დარიცხვებზე, სადაც მოქალაქეები აფიქსირებენ პოზიციას, რომ მათ მიუვიდათ გაზრდილი გადასახადი. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან შემოვიდა 100-მდე განცხადება და ჩვენ ვართ შესწავლის პროცესში, კამერალურად ჩავთვალეთ, რომ ეს არ არის საკმარისი, თუნდაც საზოგადოებრივი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მათ შორის იმ კითხვებიდან, რომლებიც ჩვენ თავად გაგვიჩნდა. 

ერთადერთი სწორი გზა იქნება, შევიდეთ კომპანიებში, ადგილზე გამოვითხოვოთ და ამოვიღოთ ყველა ინფორმაცია, რაც იქნება საჭირო, დოკუმენტაცია და უკვე ამ გზით დავადგინოთ სიმართლე, რა ხდება, რა ხარვეზებია და არის თუ არა პრობლემები, რაზეც მოქალაქეები მიუთითებენ“, – განაცხადა ფანგანმა.

მისივე თქმით, კომპანიებში შემოწმების პროცესი შემდეგი კვირიდან დაიწყება. 

„პირველ რიგში, უნდა დავადგინოთ, არის თუ არა დარღვევები და რა არის ამ დარღვევის მასშტაბი. სიფრთხილით ვეკიდებით ისეთ შემთხვევებს, როდესაც ადგილი გვაქვს სისტემურ დარღვევებთან,რადგან ეს ისეთი პრობლემაა, რომელიც მარტივი ჯარიმით შეიძლება, ვერ აღმოიფხვრას, ამიტომ რა თქმა უნდა, ყველა სცენარი განიხილება. ჩვენ გარკვეული ინფორმაცია უკვე გვაქვს. როგორც ვიცით, არ არის რაღაც სერიოზულ დარღვევებზე საუბარი. ეს ის ინფორმაციაა, რაც კომპანიებისგან მივიღეთ“, – განაცხადა გიორგი ფანგანმა.

მოქალაქეებმა დეკემბერში მოხმარებული ელექტროენერგიის გაზრდილი საფასურის შესახებ ინფორმაცია იანვრის დასაწყისში გაავრცელეს. მაშინ გაუგებრობა დროის მოკლე შუალედში ორი ქვითრის მიღებამაც გამოიწვია. სემეკმა განმარტა, რომ ქვითრების დარიგების ახალი სისტემა აამოქმედეს, დეკემბერი ე.წ. გარდამავალი თვე იყო, იანვრის ბოლოდან კი მხოლოდ ერთი ქვითარი დარიგდებოდა. ერთი თვის შემდეგ მომხმარებელთა ნაწილი კვლავ ამბობს, რომ შეუსაბამოდ დიდი გადასახადი მიიღეს. 

 

ამ თემაზე:

რატომ მიიღეს აბონენტებმა დენის ორი ქვითარი – სემეკ-ის განმარტება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]